ნიდერლანდების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „სკვითური ოქროს“ სახელით ცნობილი ექსპონატები უკრაინას დაუბრუნდება. 

კერძოდ, ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის ოქტომბერში გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ მომენტიდან ექსპონატებზე დავა საბოლოოდ დასრულდა. 

26 ოქტომბერს ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გამოფენის „ყირიმი. ოქროს კუნძული შავ ზღვაში“ ცნობილი „სკვითური ოქროს“ ექსპონატები უკრაინას უნდა დაბრუნდებოდა, თუმცა ოკუპირებული ყირიმის მუზეუმების გაერთიანებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

მანამდე კი უკრაინის სასარგებლოდ არსებობდა ნიდერლანდების სასამართლოს პირველი ინსტანციის 2016 წლის გადაწყვეტილებაც.

ექსპონატებზე დავა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ მიმდინარეობდა.

საქმე ეხებოდა 2 000 არტეფაქტს, რომელიც ამსტერდამში მოხვედრამდე ბონში იყო გამოფენილი.

ექსპოზიციის ნიმუშებს შორისაა ჩინური ლაქის ზარდახშები უსტ-ალმინსკის სამარხიდან (ბახჩისარაის მახლობლად), მოხატული საკურთხეველი სკვითების მეფე სკილურის სამარხიდან, სკვითების გველის ფეხებიანი ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც ქალაქ ქერჩის სიმბოლოდ მიიჩნევა და მრავალი სხვა.