სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთისპრეზიდენტის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.
თურქეთის საგარეო სამინისტრო შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს, რომლიდანაც ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებებს ესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში გენერალი კიტ კელოგი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და სხვა ოფიციალური პირები.