სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის და უკრაინის დელეგაციები დაიშალნენ და პრესისთვის განცხადებები გაკეთდება.
გავრცელებული ცნობით, დელეგაციებს შორის შეხვედრა დაახლოებით ერთ საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.
მანამდე, უკრაინულმა წყარომ „სქაი ნიუსს“ განუცხადა, რომ რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც „არარეალისტურია“ და „გაცილებით აღემატება ოდესმე განხილულ ნებისმიერ რამეს“.
წყაროს ცნობით, რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნაში შედიოდა უკრაინის ჯარების გაყვანა მისი ტერიტორიიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსასრულებლად.
კიდევ ერთმა წყარომ „ბიბისის“ განუცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს „დროის მოსაგებად და სპექტაკლის მოსაწყობად“ იყენებს.