აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკის სამხრეთ აფრიკაში დეპორტაციის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია მასკის დეპორტაციას, ტრამპმა უპასუხა: „ეს უნდა განვიხილოთ“.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება მასა და მასკს შორის სოციალურ ქსელში საჯარო დაპირისპირების მორიგი რაუნდის შემდეგ გაკეთდა. ამერიკელმა მილიარდერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტი, რადგან ეს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას გამოიწვევს.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას შეეძლო DOGE-სთვის, რომელსაც მასკი ადრე ხელმძღვანელობდა, დაევალებინა მილიარდერის კომპანიებისთვის გაცემული მილიარდობით დოლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტების გადახედვა.

1tv.ge