უნგრეთის ხელისუფლებამ „განსხვავებული მოსაზრებების“ მიზეზით „საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა გადადო.

ვიქტორ ორბანის პარტიაში ამბობენ, რომ კენჭისყრა, რომელიც 10 ივნისს უნდა გამართულიყო, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.

სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აზრით, ის აძლევდა საშუალებას ხელისუფლებას, გაეკონტროლებინა, დაეჯარიმებინა და შეეზღუდა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა უნგრეთის მთავრობას, სადაც ამტკიცებდნენ, რომ კანონი საჭირო იყო „ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და განსამტკიცებლად“.

კანონპროექტის დარეგისტრირებამ უნგრეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები, უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა და ევროსტრუქტურების მხრიდან გაფრთხილებები გამოიწვია.

2025 წლის მაისში ევროკომისიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამო და რუსეთის „აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსია, რის გამოც მისი გაწვევა მოითხოვა.

eurpnews georgia