ავტოსადგურების სერტიფიცირების ბოლო ვადა ახლოვდება. ახალი რეგულაცია 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.
როგორც „კომერსანტთან, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია ამბობს, ამ დროისთვის სერტიფიცირება ავტოსადგურების უდიდეს ნაწილს გავლილი არ აქვს, სექტორში ვარაუდობენ, რომ რეგულაციის ამოქმედების ვადა გადაიწევს.
,,რეფორმა ძალიან მრავალფეროვანია და არ მგონია, რომ ყველაფერი მოესწროს. ჩემი ინფორმაციით, ბევრ ავტოსადგურს ამ ეტაპზეც კი არ აქვს ლიცენზირება გავლილი და სერტიფიკატებიც არ აქვთ, 1 ივნისამდე დიდი დრო არ დარჩა. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, რეფორმამ გადაიწიოს, რაც ძალიან ცუდი იქნება. დიდი ხანია, მოსახლეობა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ელოდება.
სერტიფიცირების არგავლის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა ისაა, რომ ავტოსადგურებს საკმარისი რაოდენობის M3 კატეგორიის ტრანსპორტი არ აქვთ. თუ „მარშუტკებს“ 150 კმ-ზე შორ დისტანციაზე მოძრაობას შევუზღუდავთ, გამოდის, რომ ყველა შორ დისტანციაზე ავტოსადგურებს ავტობუსები უკვე უნდა ჰქონდეთ და მგზავრთა გადაყვანა შეუფერხებლად შეეძლოთ. მგზავრთა გადაყვანის კომპანიებსა და მძღოლებს ძალიან დიდი შრომის გავლა მოუწევთ, რომ რეფორმამ იმუშაოს. შემაფერხებელია ისიც, რომ M3 კატეგორიის მანქანას განსაზღვრული აქვს გამოშვების წელი და ის 20 წელზე მეტი წლის წინ არ უნდა იყოს გამოშვებული. დაანონსებულია, რომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ამ რეფორმის ასამუშავებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას",- აღნიშნა ირაკლი იზორია.