საინვესტიციო ჰოლდინგ Georgia Capital-სგან ესპანური Aqualia გამოისყიდის დარჩენილ 20%-იან წილს, რისთვისაც 70.4 მილიონ დოლარს გადაიხდის.
Georgia Capital-ის ინფორმაციით, ტრანზაქციის დასრულება და თანხის მიღება 2025 წლის ივლისის ბოლომდე მოხდება.
ცნობისთვის, ესპანურ ჰოლდინგ Aqualia-ს საქართველოში აქტივების შესყიდვა ჯამში 250,4 მლნ დოლარი დაუჯდა. გარიგების შედეგად ის გახდა თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GWP-ის და საქართველოში არსებული რამდენიმე ჰესის 100%-იანი წილის მფლობელი.