შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ასევე, შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის.

„ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ რევაზ სოხაძესთან ერთად შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში. მადლობას გადავუხდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს, ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს