ზაფხულის ცხელი სეზონი ახლოვდება. პერიოდი, რომელიც სასიამოვნო სიახლეებთან, დასვენებასთან და განტვირთვასთან ასოცირდება. სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში’’ ზაფხულში უამრავი სიახლე დაგხვდებათ.

ჩვენი მისიაა, თქვენი კომფორტისთვის შევქმნათ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დასვენება. აქ დაგხვდებათ განახლებული და დახვეწილი ინტერიერი, მოსასვენებელი შიდა და გარე სივრცეებით.

სასტუმრო სიახლეებს გთავაზობთ გურმანებს. სასტუმრო ჯორჯია პალასში განთავსების დღიდან თქვენ ქართულ კულინარიულ მოგზაურობას დაიწყებთ. ჩვენ გთავაზობთ ადგილს, სადაც ქართული ტრადიციული გემოები თანამედროვე გემოებთან აქტიურადაა შერწყმული. აქ დაგხვდებათ განახლებული აჭარული ხაჭაპურის ბარი და ცხობის კიდევ უფრო დახვეწილი ტექნიკით. ხაჭაპური თქვენს თვალწინ ცხვება, სპეციალურად დამზადებულ შეშის ღუმელში, რაც გემოს უნიკალურობას და არომატს ავთენტიკურ ხასიათს ანიჭებს, ეს პროცესი კი ისევე შთამბეჭდავია, როგორც გემო.

რესტორანი აჭარასა და ლობი ბარის განახლებული ტერასები, რომლებსაც გარს არტყამს შავი ზღვისა და ბაღის ულამაზესი ხედები, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. რესტორანი აჭარა თავისი დიდებული შვედური მაგიდით ნამდვილად გაგაოცებთ. ის აერთიანებს ქართული და ევროპული სამზარეულოს გასტრონომიას. საუზმე, სადილი და ვახშამი სათანადოდ შეესაბამება ყველა სტუმრის გემოვნებას მისი კერძების მრავალფეროვნებით. საკონდიტრო ნაწარმი, სრული საუზმე და სხვადასხვა ქართული კერძები. რესტორნის ღია ტერასა კი გადაჰყურებს ღია აუზსა და ფანტანს, რაც შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შესაძლებლობით შემოგთავაზოთ საუკეთესო ინგრედიენტებისგან დამზადებული კულინარიული გამოცდილება, რაც გამოიხატება ჩვენს ერთგულებაში დიდებული ქართული სტუმართმოყვარეობის მიმართ.

ლობი ლაუნჯ-ბარი ადგილია, სადაც კლასიკური სტილი თანამედროვეობას ხვდება. ბარი გთავაზობთ განტვირთვასა და გემოვნებით სავსე გამოცდილებას. დაისვენეთ დახვეწილ და მყუდრო გარემოში, დააგემოვნეთ საავტორო კოქტეილები, პრემიუმ კლასის ღვინოები და შერჩეული მსუბუქი კერძები.

დახვეწილი ინტერიერი და პროფესიონალური მომსახურება ქმნის ასევე უნიკალურ გარემოს საქმიანი შეხვედრებისთვის, რომანტიკული საღამოებისთვის ან უბრალოდ დღის სასიამოვნო დასასრულისთვის.

სტუმრებს განახლებული Pool Bar გიმასპინძლებთ. აქ დაგხვდებათ: ბარი მარილიან აუზთან, განსაკუთრებული, ულტრა თანამედროვე არქიტექტურა, დახვეწილი გარემო და ინტერიერი.

შეაბიჯეთ ჩვენი Pool Bar-ის მშვიდ და ხალისიან სამყაროში, სადაც თითოეული გატარებული წუთი იდეალურად ინახავს სამახსოვრო მომენტებს. იქნება ეს აუზის პირას მზის აბაზანის მიღება თუ თბილი საღამოს ნიავი. აქ გთავაზობთ ფერად კოქტეილებს, გამაგრილებელ სასმელებს და მსუბუქ მენიუს. მშვიდი ატმოსფერო და შთამბეჭდავი აუზის ხედები უზრუნველყოფენ საოცარ გარემოს სრულყოფილი დასვენებისთვის.

სპორტის მოყვარულებისთვის კარგი სიახლე გვაქვს. სასტუმროს ულამაზეს ბაღს შეემატა პადელის ულტრათანამედროვე ჩოგბურთის მოედანი, სადაც შეგიძლიათ გამოცადოთ სპორტის ნამდვილი სიამოვნება. აქტიური დასვენების მოყვარულებო, დღეიდან ჯორჯია პალასში შესაძლებლობა გაქვთ ითამაშოთ სრულიად ახალი, უმაღლესი სტანდარტების მქონე პადელის კორტები მეგობრებთან ერთად.

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი - შენი ზაფხული აქ არის!