სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, აღდგომის კვერცხთან ერთად სააღდგომო პასკაა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ  ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება.

შპს „მზარეული 1“-ის დირექტორი, ტატო ივანიაშვილის თქმით, „პანემ“ პასკების წარმოება 8 აპრილს დაიწყო. წარმოება შარშანდელთან შედარებით 80%-ით არის გაზრდილი.

„წელს წარმოება დაწყებულია 8-9 რიცხვით. გვაქვს 9 სახეობის პასკა.  ყველაზე მოთხოვნადი კი ყოველთვის ქიშმიშიანი პასკაა.

რაც შეეხება წარმოებას, შარშანდელთან შედარებით 80%-ითაა გაზრდილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ექსკლუზივით ვსარგებლობთ ჩვენს პარტნიორებთან, რაოდენობის გასაჯაროება არ შემიძლია“.

მისი თქმით, პასკებზე იგივე ფასები შენარჩუნდება, რაც შარშან და შარშანწინ იყო.

ცნობისთვის, „მზარეულის საცხობი“ „ნიკორას“ ჰოლდინგში 2008 წელს გაერთიანდა. 2019 წელს ბრენდმა რებრენდინგი განიცადა და ამჟამად ბაზარზე „პანეს“ სახელით არის წარმოდგენილი.