ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 5.48%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 60.65 გირვანქა სტერლინგია.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 3.30%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 47.00 გირვანქა სტერლინგი ღირს.

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 5.66%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 16.80 გირვანქა სტერლინგია.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 2.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.  "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.59 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 782 მილიონ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში  "საქართველოს ბანკის ჯგუფის"  აქციების ფასი 42.37%-ით გაიზარდა, ხოლო "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 67.56%-ით, "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC)  კი - 60.31%-ით. 

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart