გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საწარმოთა 95.2 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 73.3 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 26.8 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 13.9 პროცენტით.
საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.8 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 70.7 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.