Forbes Georgia წარმოადგინა საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგი, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.
რეიტინგი არ მოიცავს კომპანიებს, სადაც საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს საკონტროლო წილი გააჩნია (მაგალითად, ასეთია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (სოკარი) კონტროლის ქვეშ კომპანიები და რუსეთის ფედერაციის Интер РАО-ს 75.11%-იანი წილის მქონე „თელასი“). ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი აქვთ საქართველოში. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთია“ (ენთეინ ჯორჯია). კომპანიის 100%-იან წილს მალტაში რეგისტრირებული Bwin Holdings-ი ფლობს. ენთეინ ჯორჯია შპს მარსის საშუალებით ორგანიზებას უწევს აზარტულ თამაშობებს. კომპანია სათამაშო ბიზნესის სექტორში წარმოდგენილია კრისტალბეთის სახელით. კრისტალბეთი ერთ-ერთი უმსხვილესი აზარტული თამაშობების მომწყობი ქსელის ნაწილია.
Forbes Georgia-ს რეიტინგში საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული აზარტული თამაშების კომპანიები შემდეგია:
-
ენთეინ ჯორჯია (კრისტალბეთი) - ღირებულება: ₾2112.6 მლნ;
-
ეი ბი ჯორჯია (აჭარაბეთი) - ღირებულება: ₾938.5 მლნ;
-
ბეთლაივი - ღირებულება: ₾736.5 მლნ;
- ევროპაბეთი - ღირებულება: ₾555.4 მლნ.