სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მათ სისტემაში 77 ქვეყნის 2 623 არარეზიდენტი მიმწოდებელი იყო რეგისტრირებული.

ანგარიშის თანახმად, არარეზიდენტ მიმწოდებლებში ყველაზე მეტი - 409 კომპანიით, თურქეთია წარმოდგენილი, რუსეთის ფედერაციიდან - 212 კომპანიაა სისტემაში რეგისტრირებული, ხოლო აზერბაიჯანიდან - 147. ჯამში, ათეული ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 409 მიმწოდებელი;
  • რუსეთი - 212 მიმწოდებელი;
  • აზერბაიჯანი - 147 მიმწოდებელი;
  • იტალია - 112 მიმწოდებელი;
  • სომხეთი - 69 მიმწოდებელი;
  • ყაზახეთი - 55 მიმწოდებელი;
  • ესპანეთი - 49 მიმწოდებელი;
  • ინდოეთი - 46 მიმწოდებელი;
  • ბელარუსი - 37 მიმწოდებელი;
  • საფრანგეთი - 37 მიმწოდებელი.

2024 წლის განმავლობაში ტენდერების შედეგად არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 156 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც 2023 წლის მონაცემზე 2.2-ჯერ მეტია - 71 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2024 წელს ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულება 6.35 მლრდ ლარი იყო, აქედან 6.193 მლრდ ლარის (97.55%) - ადგილობრივ კომპანიებთან გაფორმდა.

www.bpn.ge