„სითიქომი“ 8 მაისიდან რეფერალურ პროგრამას იწყებს. ახალი მოდელი სამეზობლოს წევრებს  საშუალებას აძლევს გახდნენ კომპანიის ამბასადორები და ქსელში ახალი მომხმარებლები ჩართონ, რაც მათ 600 ლარამდე ბენეფიტს მოუტანს.

„სითიქომის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინი მწარიაშვილის თქმით, ინიციატივა ზრუნვის კულტურაზეა აგებული და სამეზობლოებისგან მაღალ აქტიურობას ელოდებიან.

„სითიქომის“ მომხმარებლების მხრიდან რეფერალური პროგრამის დანერგვაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო; გარდა ამისა, თანამშრომლობის ეს მოდელი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან ახლოა, კერძოდ ციფრული სამეზობლოების პროდუქტს ვგულისხმობ. ზრუნვის გაზიარება „სითიქომის“ სამეზობლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზრუნვისა და ზრუნვის გაზიარების ამბასადორები, პირველ რიგში, სამეზობლოს მენეჯერები არიან. პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ყოველგვარი ანაზღაურების მიღების გარეშე ბევრ ჩვენს მომხმარებელს სხვა სამეზობლოსთვის შეუთავაზებია „სითიქომის“ მომსახურება ან სულაც ჩვენს ქსელში დაუმატებია. ახალი მოდელის ამოქმედებით, ასეთ ხალხს დამატებითი ბენეფიტები ექნებათ.

„სითიქომის“ რეფერალური პროგრამა 8 მაისიდან ამოქმედდება. წესები მარტივია: ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია „სითიქომის“ ამბასადორი გახდეს და ჩვენს სისტემაში ახალი სამეზობლო ჩართოს. ახალი სამეზობლოს დარეგისტრირების შემდეგ ამბასადორი ადამიანი მიიღებს ბენეფიტს, დაახლოებით 600 ლარის ფარგლებში.

მოლოდინი დიდია, რადგან როგორც აღვნიშნე მოთხოვნა ამბასადორული სისტემის დანერგვაზე სწორედ სამეზობლოების მხრიდან იყო. აქამდე ადამიანები „სითიქომის“ ელჩები ანაზღაურების გარეშე იყვნენ, ახლა კი ფინანსური ბენეფიტი მათთვის უფრო დიდი სტიმული იქნება“,- აღნიშნა „სითიქომის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი მწარიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

პროგრამაში  ჩართვა შეუძლიათ როგორც სამეზობლოს მენეჯერებს, ისე ნებისმიერ მეზობელს, რომელიც მზადაა ზრუნვის იდეა სხვებს გაუზიაროს.

„სითიქომის“ ექაუნთ მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის თქმით, რაც უფრო მეტ ახალ სამეზობლოს ჩართავს ამბასადორი „სითიქომის“ სისტემაში, მისი ანაზღაურებ მით უფრო გაიზრდება.

„ ამბასადორი რომ გახდე, არ არის აუცილებელი, რომ კორპუსის თავმჯდომარე იყო. ამბასადორობა შეუძლია ჩვენთან კომუნიკაციაში მყოფ პირს, თუნდაც მენეჯერს. ასევე, ნებისმიერი მეზობელი, რომელიც სხვებს გაუზიარებს, რომ ერთად ზრუნვა ბევრად მარტივია, შეიძლება „სითიქომის“ ამბასადორი იყოს. პროგრამას ლიმიტები არ აქვს- რაც უფრო მეტ სამეზობლოს ჩართავს ამბასადორი „სითიქომის“ სისტემაში, მეტ ანაზღაურებას მიიღებს“,- აღნიშნა ნათია ორახელაშვილმა.