„ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“ და „კარფური“ — ასე გამოიყურება პირველი სამეული FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილის მიხედვით, რომელიც თიბისი კაპიტალმა სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა და 5,06 მილიარდი ლარი შეადგინა.
2023 წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. ორგანიზებული ბაზრის წევრთა ნახევარზე მეტი კვლავ რჩებიან საუკეთესო მოთამაშეთა შორის.
2023 წლის 9 თვის მონაცემებით, FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შემდეგია:
„ნიკორა“ – ბაზრის 20.1%;
„ორი ნაბიჯი“ – 17.6%
„კარფური“ – 14.6%;
„სპარი“ – 13.1%;
„მაგნიტი“ – 9.7%;
დეილი - 4.6%;
გვირილა - 1.7%
„გუდვილი“ – 4.3%;
„აგროჰაბი“ – 4.2%;
„ზღაპარი“ - 2.5%.