Tbilisi Outlet Village-ის გახსნა გადაიდო. სავაჭრო სივრცის გახსნა 29 მაისს იყო დაგეგმილი. ინფორმაცია Tbilisi Outlet Village-ის Facebook გვერდზე 13 მარტს გამოქვეყნდა. სავაჭრო სივრცის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ის მომხმარებლებს სავარაუდოდ ზაფხულის პირველ ნახევარში მიიღებს.

Tbilisi Outlet Village-ის ოფიციალური წარდგენა პარტნიორებთან ერთად 7 მარტს გაიმართა. სავაჭრო სივრცე თბილისში ქვეყნის ყველაზე დატვირთულ საერთაშორისო ავტომაგისტრალზე (E60), თბილისის აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე გაიხსნება. პირველი ფაზა 12,500 კვ.მ.-ზე იქნება გაშენებული. მთლიანი სივრცე კი 20 000 კვმ-ს მოიცავს. სივრცეს არ ექნება მხოლოდ  სავაჭრო დანიშნულება. ის იქნება ადგილი, სადაც მოდა, გართობა და კულტურა გაერთიანდება. სავაჭრო სივრცე გახსნის პირველ ფაზაში 70-ზე მეტ მაღაზიას გააერთიანებს, ხოლო პროექტის სრულად განვითარების შემდეგ, 100-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდი იქნება წარმოდგენილი. 

,,ჩვენი მიზანია გავხდეთ რეგიონში ყველაზე მიმზიდველი შოპინგ-ლოკაცია, რომელიც არამარტო ქართველ ვიზიტორებს, არამედ როგორც მეზობელი ასევე საერთაშორისო ქვეყნებიდან მოიზიდავს სტუმრებს. ჩვენი მიზანია, რომ ინოვაციური სერვისებით, კომფორტული გარემოთი და გამორჩეული ლოკაციით აუთლეტ ვილიჯი გავხადოთ რეგიონის მთავარი შოპინგ მიმართულება.’’- განაცხადა კომერსანტთან ინტერვიუში Tbilisi Outlet Village-ის დირექტორმა ნათია ჩიტაიამ.