Whisky Days ექსპრო ჯორჯიაში ბრუნდებ, ამჯერად განახლებული ფორმატით და უფრო მასშტაბურად. ღონისძიების თანაორგანიზატორის, ვლადიმერ თიბილაშვილის თქმით, ფესტივალში მონაწილეობას უცხოურ ბრენდებთან ერთად ქართველი ვისკის მწარმოებლების მიიღებენ. სტუმრებს ცოცხალი მუსიკა, ვიოლინოს შესრულება, დეგუსტაციები და ნამდვილი ფესტივალური ატმოსფერო ელოდებათ.

„Whisky Days  ექსპრო ჯორჯიაში უკვე მეორედ იმართება. წლევანდელი ღონისძიება 17 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება. შარშანდლისგან განსხვავებით წელს უფრო დიდ მასშტაბზე ვართ წარმოდგენილი: ექსპრო ჯორჯიას IV, V, VI პავილიონებში.

გასულ წელთან შედარებით, წელს კი სტუმრებს ვთავაზობთ განახლებულ ფორმატს- თბილისის ვისკის ფესტივალი- ჯინი, ვისკი და სხვა, ანუ ყველა ალკოჰოლური სასმლის ფესტივალი იქნება, გარდა ღვინისა. უცხოური ბრენდების გარდა, მაღალალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი ქართული კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილნი.

გარდა დეგუსტაციისა იქნება ცოცხალი სცენა, ვიოლონო, მეორე დღეს კი მუსიკალური გაფორმება, ერთი სიტყვით- ნამდვილი ფესტივალი იქნება.

პირველ ფესტივალზეც საკმაოდ ბევრი ტურისტი გვყავდა, მოთხოვნა წელსაც მაღალია. ბილეთები აქტიურად იყიდება და უცხოელი ბლოგერები გვიკავშირდებიან, რომლებმაც ჩვენი ფესტივალის შესახებ სოც. ქსელებიდან გაიგეს“,- აღნიშნა "კომერსანტთან" ვლადიმერ თიბილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვისკის კულტურა ნელ-ნელა მკვიდრდება. ქართველი მომხმარებელი ვისკს აგემოვნებს, აფასებს და ხშირად არა უბრალოდ საყოველთაოდ მისაწვდომი ალკოჰოლის შესაძენად, არამედ სიამოვნებისთვის და განსხვავებული გამოცდილებისთვის ყიდულობს.

„ბოლო წლებში ვისკი არა მხოლოდ პოპულარული ხდება, არამედ ხალხის კულტურაც იცვლება, სწავლობენ, როგორ უნდა დალიონ ვისკი. ვისკი ჭაჭა და „ვოდკა“ არ არის. ქართველი მომხმარებელი ვისკს აგემოვნებს. საქართველოში ვისკის მოყვარულების რაოდენობა იზრდება, რომელიც არამხოლოდ იმიტომ ყიდულობს ვისკის, რომ სახლში ჰქონდეს, არამედ იმისთვის, რომ ისიამოვნოს ამ სასმლით და რაღაც განსხვავებული მიირთვან“,- თქვა თბილისის ვისკის ფესტივალის თანაორგანიზატორმა, ვლადიმერ თიბილაშვილმა.