Tesla Inc კომპანიის გენერალური დირექტორის, ილონ მასკისთვის ახალი კომპენსაციური პაკეტის შეთავაზებას გეგმავს, რომლის პოტენციური ღირებულება დაახლოებით $1 ტრილიონი არის. Bloomberg-ის ცნობით, ეს  ამერიკული კორპორაციების ისტორიაში უდიდესი თანხაა.

ახალი შეთავაზების მიზანი მასკის Tesla-ში დიდხანს შენარჩუნებაა.  შეთანხმების მიხედვით, მასკმა 10 წლის განმავლობაში უნდა მიაღწიოს რამდენიმე ამბიციურ მიზანს, რათა სრული კომპენსაცია მიიღოს. მათ შორის მთავარი მოთხოვნა რობოტაქსის სერვისის განვითარება და კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაციის ზრდა 1 ტრილიონიდან მინიმუმ 8,5 ტრილიონამდე.

წარმატებული შესრულების შემთხვევაში, მასკის წილი კომპანიაში 25%-მდე გაიზრდება.

ფინანსური პაკეტი და გაფართოებული კონტროლი კომპანიის მხრიდან წარმოადგენენ ახალ მცდელობას ილონ მასკის ყურადღების მისაქცევად შემდეგ, რაც დელავერის სასამართლომ უარი თქვა მასზე წინა $50-მილიარდიან გარიგებაზე. Tesla, მიუხედავად სააპელაციო მცდელობებისა, აქტიურად ეძებს ალტერნატიულ კომპენსაციის გზებს, მათ შორის აგვისტოში მას დროებითი აქციები გადაეცა, რომლის ღირებულება $30 მილიარდს აღწევდა.