ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე „ქართუ ფონდის“ ცათამბჯენების პროექტის განხილვები განახლდა.

განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც მუნიციპალიტეტს 6 ივნისს წარედგინა შემდეგი ცვლილებები შევიდა. თავდაპირველი პროექტით მაქსიმუმ 65 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იყო გეგმაში, დღეს სართულების რაოდენობის მაქსიმუმი 52-მდე შემცირდა.

გარდა ამისადამკვეთი გამონაკლისის სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებას ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცემა.

ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, „ქართუ ჯგუფში“ შემავალმა კომპანია „კოსტავას 69“-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, თუმცა მერიამ პროექტი დაახარვეზა, რასაც საქმის წარმოების დახურვა მოჰყვა.

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედნის მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდმა „ქართუმ“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება გასული წლის ბოლოს დააანონსა.

დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69-ია“, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

როგორც საპროექტო წინადადებაშია ნათქვამი,  მშენებლობის ფართობი 33500კვ.მ-ს მოიცავს. პროექტი მოიაზრებს კომერციულ საოფისე, საცხოვრებელ და დამხმარე ფართებს.

პროექტში წერია, რომ „ლაგუნასთან“ დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული არანაირი სამუშაოების ჩატარება, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ „ყოფილი საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და, შესაბამისად, მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე“.