საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 124 ქვეყანას შორის 81-ე ადგილზეა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ბენზინის საშუალო ფასები ასე გამოყურება:
- აზერბაიჯანი - 67 ცენტი (110-ე ადგილი);
- რუსეთი - 75 ცენტი (107-ე ადგილი);
- საქართველო - 1.13 დოლარი (81-ე ადგილი);
- თურქეთი - 1.21 დოლარი (76-ე ადგილი);
- სომხეთი - 1.37 დოლარი (57-ე ადგილი).
ამავე მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ბენზინის ფასები ყველაზე მაღალია ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე დაბალი ლიბიაში. კერძოდ 5 ქვეყანა, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასი ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:
- ჰონგ-კონგი 3.08 დოლარი;
- ისლანდია - 2.44 დოლარი;
- სინგაპური - 2.22 დოლარი;
- ნიდერლანდები - 2.21 დოლარი;
- შვეიცარია - 2.20 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც ბენზინის ფასი ყველაზე დაბალია, ასეთია:
- ლიბია - 3 ცენტი;
- ეგვიპტე - 32 ცენტი;
- ქუვეითი - 35 ცენტი;
- ალჟირი - 35 ცენტი;
- ყაზახეთი - 48 ცენტი.