შპს „ენგურჰესმა“ 2024 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით 45 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ერთვის.

ამასთან, უწყების ინფორმაციითვე, წინა წელს დაკარგულმა შემოსავალმა 2023 წელს 40 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთის ტერიტორიაზე „ენგურჰესის“ გამომუშავებიდან, მიწოდებულია 1 484,5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. ამასთან, იანვარ-მარტის და დეკემბრის თვეებში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა საკმარისი არ აღმოჩნდა აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით რუსეთიდან განხორციელდა 353,6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი. შედეგად, აფხაზეთის ჯამში, 1 838.1 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ არა აღნიშნული კვაზი-ფისკალური აქტივობა, კომპანიის მოგება 2024 წლის ბოლოს 44 მილიონი ლარი იქნებოდა, ამჟამად კი, კომპანიის მოგება 1 მილიონ ლარს შეადგენს.

bpn.ge