"გადამყიდველები ამჟამად კილოგრამ ხორბალში 60 თეთრს იხდიან, რის გამოც ფერმერები გაყიდვისგან თავს იკავებენ და სათანადო პერიოდს ელოდებიან," - ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ალოობისას რამდენიმე დღე ჩავარდნა იყო, თუმცა მოსავლის აღება განახლდა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.
„რამდენიმე დღე ჩავარდნა იყო, თუმცა მოსავლის აღება განახლდა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს. ჩემი გამოთვლებით, პროცესი კიდევ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ფასებსა და ზოგად მოცემულობებზე უფრო დაზუსტებით საუბარი შეგვეძლება.
უშუალოდ ამ მომენტში კი ფასების ნაწილში ასეთი ვითარებაა - გადამყიდველები მცირე ფერმერებს კილოგრამ ხორბალში 60 თეთრის ფარგლებში სთავაზობენ, რაც პრაქტიკულად თვითღირებულებაა და ფერმერები გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ასე სესხსაც ვერ გადაიხდიან.
ცხადია, გაყიდვისგან თავს იკავებენ იმის იმედით, რომ როდესაც მოსავალს სრულად აიღებენ, ფასი გაიზრდება და გაყიდვას რეალური აზრი ექნება“, - განაცხადა ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.