წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.