საქმიანობის რა დარგებში ჩაიდო ინვესტიცია რუსეთიდან საქართველოში. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ bpn.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მეტი - 13,328 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში.
სექტორები, სადაც რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა 2023 წლის 1-ელ კვარტალში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 13 328 200 აშშ დოლარი;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 4 554 000 აშშ დოლარი;
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 679 000 აშშ დოლარი;
მშენებლობა - 2 202 100 აშშ დოლარი;
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1 284 600 აშშ დოლარი;
ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1 185 500 აშშ დოლარი;
დამმუშავებელი მრეწველობა - 678 400 აშშ დოლარი;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 635 400 აშშ დოლარი;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 236 500 აშშ დოლარი;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 170 600 აშშ დოლარი.
bpn.ge