ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2021-2022 წლებში რუსეთთან ვაჭრობის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, რიცხვებიდან ჩანს, თუ ვინ იხეირა რუსეთთან ვაჭრობის გააქტიურებით.

„მხოლოდ რიცხვები, თუ როგორ "ვხეირობთ" რუსეთთან ვაჭრობით.

2021 წელს, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიტანეთ (იმპორტი) ერთი მილიარდი დოლარის პროდუქცია, ხოლო გავიტანეთ (ექსპორტი) 600 მილიონის. შესაბამისად, წმინდა ვაჭრობა გვქონდა -400 მილიონი რუსეთის სასარგებლოდ.

2022 წელს, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიტანეთ 1,8 მილიარდის  პროდუქცია, ხოლო გავიტანეთ ისევ 600 მილიონი დოლარის, შესაბამისად წმინდა ვაჭრობამ შეადგინა -1,2 მილიარდი დოლარი რუსეთის სასარგებლოდ.

თუ რუსეთმა საქართველოში გაყიდა 800 მილიონი დოლარით მეტი პროდუქცია, ვინ იხეირა რუსეთთან ვაჭრობით?“- წერს გიორგი ქადაგიძე ფეისბუკზე.