საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია FLYONE შემოდის. დაბალბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

ფრენები მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.