საქართველოში ბიო მევენახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე მარან "ჩუბინის" დამფუძნებელი, თორნიკე ჩუბინიძე აღნიშნავს, ეს მიმართულება საქართველოში საკმარისად გავრცელებული რამდენიმე ფაქტორის გამო არ არის.

მისივე ინფორმაციით, ბიო მევენახეობის განვითარება - დიდ ხარჯებს, რისკებსა და ცოდნას უკავშირდება.

"მევენახე, როდესაც ბიო ყურძენს მოიყვანს, ნედლეულის დიდ კომპანიაში ჩაბარება გაუჭირდება. მარტივად, რომ გითხრათ, ბიო ყურძენი ფერმერმა თვითონ უნდა დაწუროს და დაამზადოს. ყოველწლიურ კონტექსტს, რაც შეეხება, ბიო მევენახეობის ცნობადობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ მცირე მარნებიც მომრავლდნენ. ბიო მევენახეობის ზრდასთან ერთად კონკურენციაც იზრდება, თუმცა ჯანსაღი კონკურენცია მისასალმებელია. ტურისტებს ძალიან მოსწონთ ნატურალური ღვინის დაჭაშნიკება. ამასთან, მომხმარებელს ღვინის შეძენა ადგილზე შეუძლიათ. გვაქვს ღვინის ტურები, რაც ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი, ამ ეტაპზე არ ვარ, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავ" - აღნიშნავს თორნიკე ჩუბინიძე და იმასაც დასძენს, რომ ქარვისფერი ღვინის მოხმარება თანამედროვე ტენდენციად ყალიბდება.