მსოფლიო ბანკმა(WB) 2025 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,4%-ით, 2.3%-მდე შეამცირა, რაც ყველაზე ნელი ზრდა იქნება 2008 წლის რეცესიის შემდეგ.

ორგანიზაციამ ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზად ტარიფების ზრდა და გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობა დაასახელა.

მსოფლიო ბანკის მოხსენების მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკა წელს ორჯერ უფრო ნელა (1.4%) გაიზრდება, ვიდრე 2024 წელს (2.8%).

პროგნოზის მიხედვით ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2024 წლის 5%-დან 4.5%-მდე შემცირდება წელს, მომავალ წელს კი - 4%-მდე. მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა ტრამპის მიერ ექსპორტზე დაწესებული ტარიფების, უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსის და დაბერებული სამუშაო ძალის გამო დაზარალდა.

მშპ-ს პროგნოზი შემცირდა  ევროზონისა და იაპონიისთვისაც– 0.7%-მდე, ასევე გაუარესდა განვითარებადი ქვეყნების პროგნოზიც – 3.8%-მდე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2027 წლისთვის გლობალური მშპ-ს ზრდა მხოლოდ 2.5%-ს მიაღწევს, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე დაბალი დონეა.