2025 წლის 7 თვეში აზერბაიჯანიდან ექსპორტზე 506,4 მილიონი დოლარის ღირებულების 490,6 ათასი ტონა ხილი და ბოსტნეული  გავიდა,- ამის შესახებ გამოცემა ABC.AZ წერს. 

წყაროს მიხედვით მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის ძირითადი პროდუქცია იყო:

  • პომიდორი — $156,9 მლნ (143,6 ათასი ტონა)

  • თხილი — $82,5 მლნ (11,4 ათასი ტონა)

  • ვაშლი — $38,3 მლნ (54,4 ათასი ტონა)

  • ხურმა — $32,9 მლნ (45,8 ათასი ტონა)

  • კარტოფილი — $28,1 მლნ (70,8 ათასი ტონა)

  • ბურძგლები (გრანატი) — 5 ათასი ტონა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანმა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი გაზარდა, კერძოდ, 2024 წელს  ქვეყნიდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის ღირებულება 32%-ით, ანუ $122,5 მილიონით გაიზარდა, ხოლო მოცულობა — 33,1%-ით, ანუ 122 ათასი ტონით.