7.5%-იანი [ეკონომიკური] ზრდა არის საკმაოდ კარგი, თუ გავიხსენებთ IMF-ის და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს, 2025 წლისთვის არის 6-6.5%, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, საკრედიტო დაფინანსება და ზრდა საკმაოდ ნორმალურია.
„საკრედიტო დაფინანსების ზრდის მოლოდინი, დაახლოებით, 12%-ია. ინდუსტრიების მიხედვით ზრდა შესაძლებელია განსხვავებული იყოს. მაგალითად დეველოპერული ბიზნესების განვითარება ბოლო 2-3 თვე საკმაოდ იმედის მომცემია და კარგი მაჩვენებლები იყო როგორც მარტში, ისე აპრილში და მაისშიც დადებითი მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.