„დოლარი კარგავს უსაფრთხო აქტივის სტატუსს“ - ასე აფასებს „თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს ნომერ პირველი ვალუტის შესახებ შექმნილ ვითარებას. ამის შესახებ მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, დოლარის გაუფასურება, რომელიც შექმნილი ვითარების შედეგადაც კი არ გამყარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ბოლო პერიოდში დოლარი გაუფასურდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის სარგებლობდა უსაფრთხო აქტივის სტატუსით როდესაც მსგავსი ესკალაცია ხდებოდა, რაც დღეს არის მსოფლიოში, ინვესტორები ფულს უსაფრთხო აქტივებში აბანდებენ. დღესდღეობით კი ვხედავთ, რომ ყველაფრის მიუხედავად დოლარი არ გამყარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დოლარი კარგავს უსაფრთხო აქტივის სტატუსს. ჩვენ კი, რადგან საერთაშორისო ვალი დოლარში გვაქვს, გამოდის, რომ ეს ვალი იზრდება“ - განაცხადა ეკონომისტმა.

როგორც მან აღნიშნა, დოლარის გაუფასურება მომავალშიც გაგრძელდება, ევრო კი გამყარდება.

„ჩვენი შეფასებით, დოლარის გაუფასურების ალბათობა მომავალშიც ძალიან მაღალია. როცა ევრო დოლარზე იაფი ღირდა, ეს იყო დოლარის უფრო მეტად გაუფასურების არგუმენტი. ანუ როცა ევრო გამყარდა, აუცილებლად ვუშვებთ, რომ ევრო კიდევ გამყარდება, ამიტომ დოლარში ვიღებთ მეტ სესხს, რაც მიმართულების დონეზე მართებულია, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე იყო. ვალუტებთან მიმართებაში მოქმედებს პრინციპი - „გაყიდე ძვირად და იყიდე იაფად“.

ვრცლად ბიზნესპრესნიუსზე