ექვს თვეში ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით 2,5 მილიარდ რუბლზე მეტი შევიდა, ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ავრცელებს.
2025 წლის იანვრიდან ივნისამდე ქვეყნის ბიუჯეტში 2,558 მილიარდი რუბლი შევიდა, რაც მიზნობრივი მაჩვენებლის 115%-ია.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 17%-ს შეადგენდა.
ყველაზე დიდი შემოსავლები სოხუმში დაფიქსირდა - 1,309 მილიარდი რუბლი, გაგრაში - 571,5 მილიონი და გუდაუთაში - 220,9 მილიონი რუბლი.