საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს სპეციალური დახმარების პროგრამა იმერეთისა და გურიის რეგიონში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების ფინანსური დახმარების მიზნით შეიქმნა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„პროგრამაში ჩასართავად განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში  ივლისის თვიდან  დაიწყება.

ფინანსური დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის  სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები;  ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ  ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგრორედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის  (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.

პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი ფინანსური დახმარების მექანიზმი მუშავდება, რომლითაც დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას უკავშირდება. კერძოდ, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ნათქვამია ინფორმაციაში.