ამერიკულმა საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Mars-მა აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიისგან (FTC) სნექების მწარმოებელი Kellanova-ს შესყიდვის ნებართვა მიიღო, თუმცა, კომპანიებს ახლა ევროკომისიის (EC) მიერ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე ლოდინი უწევთ.

გასული წლის აგვისტოში მიღწეული გარიგების თანახმად, Mars-ი Kellogg Co.-სგან გამოყოფილი Kellanova-ს 35.9 მილიარდ დოლარად შეიძენს. თავდაპირველად, გარიგების დასრულება 2025 წლის პირველ ნახევარში იყო დაგეგმილი.

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) ოთხშაბათს განაცხადა, რომ გარიგებაში ანტიკონკურენტული აქტივობის მტკიცებულებას ვერ ხედავს და განხილვას წყვეტს. იმავე დღეს, ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ Mars-Kellanova-ს გაერთიანებამ შესაძლოა კონკურენცია შეაფერხოს და ევროპელი მომხმარებლებისთვის ფასების ზრდა გამოიწვიოს.

ვრცლად interfax–ზე