7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7130 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7201 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0071 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1672 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1714 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.76 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6463 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.51 თეთრი შეადგინა.