20 აგვისტოს მონაცემებით, 1 შშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა, შესაბამისად, ლარი დოლართან 0.19 თეთრით გაუფასურდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.80 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1450 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.49 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6437 ლარი გახდა.