განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რადგან, კარგად ესმით, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ლუკა კობიძეარომელიც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურას სწავლობს.

სწავლის პარალელურად ლუკა აქტიურად მუშაობს კრეატიულ სააგენტოებში და ცდილობს, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვოს:

ამბების მოფიქრება და შემდეგ მათი წარმოდგენა ან დადგმა ბავშვობიდანვე მომწონდა. კინო კი მაშინ შემიყვარდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი და ფილმების ყურებასთან ერთად მათი შექმნის პროცესითაც დავინტერესდი. ჩემი სამომავლო გეგმებისკენ სვლას ყოველდღიურად ვცდილობ. ჯერჯერობით, საბოლოო მიზანია, მივიღო რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საკუთარი ფილმების გადაღებაში დამეხმარება. ვფიქრობ, მთავარია, შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე და იდეები რეალობად აქციოსაქართველოს ბანკის სტიპენდია ძალიან მეხმარება, რომ მთელი დრო სწავლას და განვითარებას დავუთმო”, - გვიყვება ლუკა.

საკუთარი იდეებით, მონდომებითა და არჩეული სფეროს სიყვარულით მან პირველივე ცდაზე დაიმსახურა ჟიურის მოწონება. ამბობს, რომ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, რაც სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტიპენდია დამატებითი სტიმულია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის სჯეროდეს.

ახალი, განსხვავებული იდეის მიგნება არ ჰგავს არცერთ სხვა ემოციას და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აღმაფრთოვანებელია. კრეატიული იდეების მიგნების ასეთი ამოუწურავი შესაძლებლობა არის ჩემთვის მოტივაცია, რომ განვაგრძო საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა”, - აღნიშნავს ლუკა.

გვეუბნება, რომ საქმის სიყვარულთან ერთად ნებისმიერი წარმატებისთვის ბევრი შრომა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობაა საჭირო:

კონკურსის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, ყოველდღიურობად აქციონ იმ საქმის კეთება, რომელიც უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გვინდოდა, ჩვენი მიზნებისკენ თუნდაც ნელი სვლა, არასოდეს უნდა შევწყვიტოთ“.

განათლების გზაზე არ გაჩერდე - თუ შენც გსურს, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე, აღმოაჩინე  მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.