„ოცნების“ შემწირველები აჭარაში უკონკურენტოდ იგებენ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელეტრონულ აუქციოენებს – საერთაშორისო გამაჭვირალობა საქართველოს კვლევის მიხედვით 2022-2024 წლებში აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1 მილიონ 50 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. შემწირველებმა უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონებზე 15 023 700 ლარის ღირებულების ქონება შეიძინეს.
კვლევის მიხედვით აუქციონების შედეგად გასხვისდა 599 033 კვ.მ ჯამური ფართობის 46 ერთეული მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული 27 759 კვ.მ ჯამური ფართობის 11 შენობა-ნაგებობა.
ამ ქონებების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 74 მილიონ 183 ათასი ლარი იყო, რაც ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 19 მილიონ 378 ათას 700 ლარით და საბოლოოდ აჭარის ბიუჯეტმა მიიღო 93 მილიონ 561 ათას 700 ლარის შემოსავალი.
შემდგარი აუქციონებიდან 16 გამოცხადდა განმეორებით, მათ შორის 3 აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი შემცირებული იყო 20%-ით.
კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტ ფასად გაიყიდა. უკონკურენტო აუქციონებზე გატანილი ქონებების საწყისი ღირებულება 55 040 500 ლარი იყო და თითოეული მათგანი მინიმალური ფასნამატით გაიყიდა. ვაჭრობის შედეგად ღირებულება მხოლოდ 1 176 700 ლარით გაიზარდა.
შემწირველებმა სულ შეიძინეს 175 525 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 8 მიწის ნაკვეთი და 36 343 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები. ამ ქონებების ჯამური საწყისი ღირებულება იყო 14 191 000 ლარი. შემწირველებმა ეს ქონება შეიძინეს მინიმალური ფასნამატით – ჯამურად 15 023 700 ლარად.
შპს „აგრო გრინმა“, რომლის 100% წილის მფლობელი, ზურაბ ნასყიდაშვილი „ქართული ოცნების“ შემწირველია, უკონკურენტოდ მოიგო განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში არსებულ 62 220 კვ.მ. მიწის ფართობსა და 22 768 კვ.მეტრს. ფართობის ნაგებობაზე. განმეორებით აუქციონზე ეს ობიექტები 20%-იანი ფასდაკლებით გამოიტანეს.
48 772 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი უკონკურენტოდ და მინიმალური ფასნამატით მოიგო შპს „ფასად სისტემამ“. ამ კომპანიის დირექტორის, ლაშა ფაღავას ბიზნეს პარტნიორია ზაურ ფუტკარაძე [შპს „აგროგლუმში“], რომლის შვილი ჯაბა ფუტკარაძე ამ წლებში იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მართავდა აღნიშნულ აუქციონებს.
აუქციონებში გამარჯვებულმა სამმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 4 422 449 ლარის შემოსავალი: შპს „თურსას“ მიღებული აქვს 1 932 256 ლარის ღირებულების შესყიდვები, შპს „ჯორჯიან ქონქრით ქლაბს“- 157 047 ლარის ოდენობის, შპს „ანაგი ბეტონს“ კი – 2 333 146 ლარის ოდენობის შესყიდვები. სამივე კომპანიამ აუქციონები უკონკურენტოდ, ერთ ბიჯში, მინიმალური ფასნამატით მოიგეს.
ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 3 კომპანია [შპს „ჩელები გროუპ 2022“, შპს „სიტი გაიდ“ და შპს „მეტალ-იქს 2023“] დაფუძნდა აუქციონების გამოცხადების შემდეგ, ხოლო 2 კომპანია [შპს „ინდუსტრიული სივრცე“ და შპს „ლოჯისტიკის მართვის ჯგუფი ესკადრა“] – აუქციონების გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოიკვლია, რომ 2022-2024 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სულ 309 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და მხოლოდ 40 აუქციონში გამოავლინა გამარჯვებული. დანარჩენი 266 ჩაიშალა მონაწილეთა არარსებობის გამო, 3 კი თავად სამინისტრომ შეწყვიტა.
ქონების მართვის არაეფექტურ მართვაზე გასულ წლებშიი პერიოდულად სახელმწიფო აუდიტიც წერდა, მათ შორის ისეთ შემთხვევებზეც, როცა ქონება არასაბაზრო ფასად გაყიდეს. გარდა ამისა აუდიტი ქონების გასხვისების დაგეგმავასთან დაკავშირებით, რაც ბიუჯეტში როგორც არაფინანასური აქტივების მართვა არის ასახული აუდიტი ციფრების ხელოვნურ გაზრდაზეც მიუთითებდა.
რაც შეეხება წინასაარჩევნოდ, „ოცნების“ ბიუჯეტის შევსებას, 2025 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 7 მილიონამდე ლარი შეაგროვა. მათ შორის დიდი წილი აჭარაში მოქმედი კომპანიების დამფუძნებლებმა და დირექტორებმა გაიღეს.