სადაზღვევო კომპანია არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დაზღვევის ინდუსტრიას განვითარებისთვის, პირველ რიგში, ეკონომიკაში ამ სექტორის როლის კარგად გააზრება სჭირდება. ამ თემაზე მან BMGTV-ის გადაცემა წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც დაზღვევის ბიზნესის გამოწვევებსა და პოტენციალზე ვრცლად ისაუბრა.

არდის“ გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ სხვადასხვა სტიმულების, მათ შორის სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღება ხელს შეუწყობდა არა მხოლოდ ინდუსტრიის მიერ მეტი პრემიის მოზიდვას და შესაბამისად, შემოსავლის ზრდის უფრო მაღალ ტემპს, არამედ კარგი რეკლამაც“ იქნებოდა.

"წერტილთან" ინტერვიუში მიხეილ ჯაფარიძემ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაზღვევის მიმართ არსებულ იმ აღქმაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, თითქოს დაზღვევა უფრო მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების პროდუქტია, ვიდრე - მოწყვლადი ჯგუფების.

„რატომღაც ასეთი აღქმაა, რომ დაზღვევა არის მათთვის, ვისაც კარგი მანქანა ან კარგი სახლი აქვს, არადა პირიქითაა - მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ხარისხიანი დაზღვევა, რადგან ის 1 ავტომობილი მისთვის ბევრად ძვირფასია, ვიდრე იმისთვის, ვისაც 3 ჰყავს“, - ამბობს „არდის“ გენერალური დირექტორი.

ვრცლად bm.ge - ზე