2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკისგრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურმართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ- რეზერვების შევსებასგანაგრძობს. მაგალითისთვის, მარტის მონაცემებით, 101.7 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორიელდა, ხოლო აპრილის სტატისტიკა 27მაისს გამოქვეყნდება.


2025
წლის აპრილის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.8% (757.7 მლნ აშშ დოლარი)შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, აპრილის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 42.9 მლნ აშშდოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.


საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 9 ივნისსგამოაქვეყნებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.