„იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს“ - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
„სამართალდამრღვევები 5 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდნენ. ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ვინაიდან, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.