ფოთის პორტის გაფართოებაზე პორტის მმართველმა ბიზნესოპერატორმა მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, - ამის შესახებ APM Terminals-ის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, არსებული პორტის მიმდებარედ, ჩრდილოეთით იგეგმება ახალი 330-მეტრიანი ნავმისადგომის და 1,500-მეტრიანი ტალღმჭრელის მშენებლობა. პორტთან 6.8 ჰექტარის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალის მოწყობა იგეგმება.
ახალი ტერმინალის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.