„საქსტატის“ ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლები) 2 591 000 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტი). 

ნებართვების 75.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 12.9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2025 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 659.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1 პროცენტით ნაკლები) 698 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლები).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონზე.