უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება ხორციელდება, კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუწყდა.

„რუსეთ-ბელარუსის საზღვართან ახლოს, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ კვლავ განხორციელდა თავდასხმა - მოკლე დროში მესამედ. უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდა. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა. ეს წარმატებული ვერ იქნება!“, - აცხადებს სიიარტო.

მისი მტკიცებით, უნგრეთი მტკიცედ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

„გავაგრძელებთ მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას, ამავდროულად, მტკიცედ დავიცავთ უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს“, - აცხადებს პიტერ სიიარტო.