სასტუმროების მეპატრონეები სულ უფრო ხშირად ახდენენ ოთახებისა და საზოგადოებრივი სივრცეების რეკონსტრუქციას დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების განსათავსებლად და თავიანთი სერვისების გადახედვას მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ინდუსტრიის ანალიტიკოსების აზრით, ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებიც ასეთ სტუმრებს კომფორტულ პირობებს სთავაზობენ, შეძლებენ მნიშვნელოვნად გააფართოონ თავიანთი კლიენტების ბაზა.
Totaljobs-ის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დისტანციურად მომუშავე პირთა წილი 2023 წლის 8.5%-დან 2025 წელს 13.25%-მდე გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ წელს 7 მილიონზე მეტი ადამიანი იმუშავებს ონლაინ რეჟიმში საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სასტუმროები, განსაკუთრებით ფუფუნების ბრენდები, როგორიცაა Four Seasons, სულ უფრო ხშირად იღებენ სტუმრებისგან მოთხოვნებს, რომ თავიანთი ნომრები ოფისის სტილში მოაწყონ - ყველაზე ხშირად ისინი მეორე მონიტორს, პრინტერს, ტექნიკურ მხარდაჭერას და ყავის ნომერში მიტანას ითხოვენ.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე