რუსეთმა სომხეთისთვის გაზის მიწოდება  დროებით  შეაჩერა, ინფორმაციას ამის შესახებ „გაზპრომ სომხეთი" ავრცელებს.

რუსული მხარე გადაწყვეტილებას სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით ხსნის. 

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 აგვისტოს დილის 6 საათიდან 23 აგვისტოს დილის 6 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეწყდება „წითელი ხიდი – სევკარი – ბერდი“ მაგისტრალური გაზსადენის ავარიულ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.