„ბაზარზე არის შემცირება, თუმცა მოლოდინი გაცილებით ცუდი არსებობდა,“ - ეს განცხადება კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სურათის შეფასებისას გააკეთა.

ორთოიძე ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარში არსებული კლება თებერვლიდან ნელ-ნელა აღდგა, მათი პროექტების მაგალითზე კი პირველ კვარტალში ზრდა 40%-ია.

„დეკემბერ-იანვარში შემცირების მიუხედავად თებერვლიდან ბაზარზე ვითარება გამოსწორდა და სტაბილური მოთხოვნა გვაქვს. რა უარყოფითი მოლოდინიც გვქონდა, შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურად შეიცვალა პირველი კვარტალის მონაცემებს შემდეგ. შედეგები მივიღეთ ნორმალური, ბაზარზე არის შემცირება, თუმცა არა დრამატული, მოლოდინი გაცილებით ცუდი არსებობდა.

ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ბაზარზე, ჩვენი პირადი მაგალითი ცოტა განსხვავებულია. ჩვენ მზა დასრულებული ბინები გვაქვს, ან ისეთი, რომელიც მოკლე ვადაში სრულდება, რაც პრიორიტეტია და ამიტომ საკმაოდ დიდი, 40%-იანი ზრდა დაგვიფიქსირდა წლის პირველ კვარტალში. ამიტომ შეფასებისას ვცდილობ აქცენტის გაკეთებას ზოგადად ბაზარზე, რადგან პირადი მონაცემები საერთო სიტუაციიდან ამოვარდნილია,“ - განმარტა BMG-თან საუბრისას ბესო ორთოიძემ.

bm.ge