ოკუპირებული აფხაზეთი კვლავ დენის დეფიციფს განიცდის, ამიტომ რუსული მხარე ჩაძირული ვარდნილჰესების რემონტს და მათზე კონტროლის დამყარებას აპირებს. ენერგეტიკოსების განცხედებით, ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე, ვერავითარ სარემონტო თუ სხვა სახის საქმიანობას ვერ განახორციელდება. 

უფრო გასაგები რომ იყოს, ენგურჰესზე კომპლექსში ამჟამად აქტიური მხოლოდ ვარდნილჰესი I-ია, რომლის დადგმული სიმძლავრე 220 მვტ-ს შეადგენს. დანარჩენი სამი კი 1990-იან წლებში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანდა და ამჟამად წყლითაა დაფარული, სწორედ ამ ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III და ვარდნილჰესი IV-ის ამუშავებას გეგმავს რუსული მხარე, რასაც ენერგეტიკოსები მიესალმებიან, თუმცა იქვე ამბობენ, რომ ქართულ მხარესთან შეთანხების გარეშე ეს გეგმა ვერ განხორციელდება, მაგრამ კასკადის ამოქმედება საჭიროა, რადგან ძალიან დიდი რესურსი იფლანგება და რაღაც დროის გასვლის შემდეგ სარემონტო სამუშაოებს აზრი შეიძლება დაეკარგოს.

ასეთი პოზიცია აქვს ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას და თან მიიჩნევს, რომ სამუშაო საკმაოდ რთულია, რადგან მდგომარება ყოველ წელს უარესდება და დატბორილი ვარდნილჰესების აღდგენა საქართველოს უშუალო ინტერესშიც შედის.

"ეს მთლიანად განიხილება ერთი კომპლექსად. წყალსაცავი, გვირაბი, კაშხალი, ვარდნისჰესები ზღვამდე და ზღვის სანაპირო ზოლი. ეს ყველაფერი არის ერთიანი კომპლექსი, რომელსაც ენგურჰესი ჰქვია. რა თქმა უნდა, ჩვენი მხარის თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ არსებობს ერთი ვითარება, რომელიც გვაიძულებს მოლაპარაკებასა და შეთანხმებაზე წასვლას. საქმე ისაა, რომ ვარდნილჰესი I-ის მდგომარეობა ნორმალურია, მისი საიმედოობისა და მდგრადობიდან გამომდინარე. იქ გატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე საკმარისია იმისათვის, რომ მოულოდნელობა და უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული პრობლემა არ წამოიქმნას, მაგრამ ვარდნილჰეს II-ის, ვარდნილჰეს III-ის და ვარდნილჰეს IV-ის მდგომარება კატასტროფულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ობიექტები წყალშია ჩაძირული, თავიდან ბოლომდე დარღვეულია პარამეტრები და მათი გამტარუნარიანობა, გადადინებისა და გადმოდინების საზღვრები დარღვეულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ დაუშვებელია ამ ობიექტის ასე ავარიულად დატოვება.

მისი აღდგენა არა მხოლოდ ახლა უნდა მოხდეს, არამედ 10, 20 და 30 წლის წინაც დღის წესრიგში იდგა, მაგრამ აქამდე გაიწელა და დაიკარგა უზარმაზარი შესაძლებელობა, რომ დამატებითი გამომუშავება მიგვეღო. ფაქტობრივად, ენგურიდან გამომუშავებული წყალი უქმად ჩადის ზღვაში, არადა, უნდა შესულიყო ვარდნილჰესებში.

ახლა მხოლოდ ვარდნილჰეს I-ს ვიყენებთ და დანარჩენი გამოუყენებელია. ეს არის 120 მილიონ საათი კილოვატი ელექტროენერგია, რომელსაც პატარ-პატარა ჰესებზე ვაგროვებთ. დამატებითი სიმძლავრეები შევძინეთ ქვეყანას და ამით ნამდვილად ვამაყობთ, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო როლს ასრულებს სისტემის საერთო მდგრადობასა და წარმადობაზე, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

მდგომარება ყოველ წელს უარესდება და ვარდნილჰესების აღდგენითი სამუშაოების ჩატარება სულ უფრო რთულდება. მისი წესრიგში მოყვანა უფრო იაფი იქნებოდა, თუ გაცილებით ადრე დაიწყებოდა სამუშაოები, მაგრამ არ მოხდა იმის გამო, დავკარგეთ კონტროლი აფხაზეთზე. დაკარგული გვაქვს ტერიტორია, რომელიც ჩვენი ნაწილია. სღეს, რა თქმა უნდა, მისი აღდგენა საქართველოს უშუალო ინტერესებში უნდა შედიოდეს და შედის კიდეც”, - განუცხადა "რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ და დასძინა, რომ ქართული მხარისგან დამოუკიდებლად სამუშაოების დაწყება კიდევ ერთი თავხედური ნაბიჯი იქნება რუსეთისგან.

საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ ომში მყოფი სახელმწიფოებიც კი ახერხებენ ასეთ ნაგებობაზე საერთო შეთანხმების მიღწევას და მის შენარჩუნებას. ასეთი უამრავი მაგალითის დასახელებაა შესაძლებელი. სამუშაოები აუცლებად ჩასატარებელია, მაგრამ დიპლომატიურ დონეზე უნდა მოხდეს ისეთი შეთანხმება, რომელიც დააფიქსირებს საქართველოს პრეტენზიას და მოთხოვნას ტერიტორიის კუთვნილების შესახებ.

"თუ დროულად არ გაკეთდება, შეიძლება დადგეს ისეთი დრო, რომ საერთოდ კასკადის აღდგენა და სარემონტო სამუშაოების მიზანშეწოლიება დაიკარგოს. ასეთ შემთხვევაში დარჩება მხოლოდ ვარდნილჰესი I. საკითხი ძალიან მტკივნეული და პოლიტიკურია. სამუშაოების დაწყება საქართველოს გარეშე არათუ არასწორია, არამედ ეს იქნება კიდევ ერთი ფაქტი და აქტი თავხედური საქციელის რუსეთის მხრიდან, რომ ჩვენი ტეროტორიული მთლიანობის და აღიარების საკითხი დარჩება ქაღალდზე”, - დასძინა ჭითანავან.

ჩაძირული ვარდნილჰესები 40-მეგავატიანია, ჯამში კი 120 მეგავატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ქართულ მხარესთან კომუნიკაციის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერავითარი მოქმედებები ვერ დაიწყება.

„მდინარე ენგურზე ოთხი ვარდნილჰესია, აქედან ყველა მდებარეობს რეჩხში, გალის რაიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამი მათგანი ჩაძირულია, ყველაზე დიდი ვარდნილი I საქართველოს ენერგოსისტემის მიერ იმართება. ქვედა 40-მეგავატიანი სადგურები, ჯამში კი 120 მეგავატის სიმძლავრის სადგური ჩაძირულ მდგომარეობაშია.

კასკადზე, ანუ ძირითად ენგურჰესზე და ვარდნილ I-ზე 60/40-ზე შეთანხმება მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ გამომუშავებული ენერგია ამ პროპორციით იყოფა. 60% რჩება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 40% კი აფხაზურ მხარეს.

მთავარი ისაა, რომ წყალსაცავი საქართველოს მიერ კონტროლირებულ მხარესაა, ასევე გვირაბის ნახევარი. ქართულ მხარესთან კომუნიკაციის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერავითარი მოქმედებები ვერ დაიწყება, რადგან ეს ერთიანი კასკადი ენგურჰესის მიერ იმართება“, - აღნიშნა დავით მირცხულავამ „კომერსანტთან“.