ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორი ნოვატორი კლინიკაა და მუდმივად ცდილობს მსოფლიო სამედიცინო სიახლეები ერთ-ერთმა პირველმა დანერგოს საქართველოში. კლინიკის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, ჰელსიკორის სამედიცინო დირექტორი - მაია კიღურაძე გვესაუბრა.

ქალბატონო მაია, 2023 წელს კლინიკა ჰელსიკორმა არაერთი სიახლე შესთავაზა პაციენტებს, კიდევ იგეგმება თუ არა ახალი სერვისების დამატება უახლოეს მომავალში?

მაია კიღურაძე, ჰელსიკორის სამედიცინო დირექტორი: მოგესალმებით, კლინიკა ჰელსიკორი არის ისრაელ-საქართველოს სამეცნიერო კვლევითი კლინიკა, მოგეხსენებათ მეცნიერება და კვლევები მუდმივად განახლებადია, შესაბამისად ჰელსიკორიც ნოვატორი კლინიკაა ამ მხრივ და ცდილობს მსოფლიო სამედიცინო სიახლეები ერთ-ერთმა პირველმა დანერგოს საქართველოში.

კარდიოლოგიური მიმართულებით არის ოპერაციები, რომლებიც მხოლოდ თქვენთან, კლინიკა ჰელსიკორში სრულდება, ამაზე რომ ვისაუბროთ, რა ოპერაციებია ეს.

თქვენს კითხვაში პატარა კორექტირებას შევიტანდი, ეს თანამედროვე პროცედურებია და არა ოპერაციები. სწორედ ეს არის მომავლის მედიცინა, ოპერაციების მინი ინვაზიური პროცედურებით ჩანაცვლება და ამ სფეროშიც ერთ-ერთი პირველი იყო ჰელსიკორი. ეს არის თავის პროცედურა - TAVI (Transcatheter Aortic valve implantation) მინი ინვაზიურად კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ხდება აორტის სარქვლის გამოცვლა. პაციენტი მე-2 დღიდან სრულფასოვნად შრომისუნარიანია.

კლინიკა ჰელსიკორს ხშირად სტუმრობენ უცხოელი კოლეგები მენტორების დარგში, რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის მსგავსი პრაქტიკა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კლინიკაში?

როგორც მოგახსენეთ, კლინიკა ჰელსიკორი არის ისრაელი საქართველოს ერთობლივი კლინიკა და ეს უკვე გულისხმობს ამ ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას, გარდა ამისა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების წამყვან კლინიკებთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს არა მარტო კარდიოლოგიურ მიმართულებას. ჰელსიკორი პოლიპროფილური კლინიკაადა შესაბამისად ყველა სხვა მიმართულებებშიც ასევე წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან. აქვე მინდა დავამატო, რომ მენტორები არა მარტო ჩამოდიან ჩვენს კლინიკაში, არამედ ჩვენს ექიმებსაც აქტიურად იწვევენ მენტორებად თავიანთ კლინიკებში და საკმაოდ დიდი ინტერესით იზიარებენ ჩვენს გამოცდილებას.

ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების გარდა, პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ რადიოლოგიური და ლაბორატორიული სერვისები, ლაბორატორიაზე რომ ვისაუბროთ, რა მომსახურებების მიღება არის შესაძლებელი?

მოგეხსენებათ სწორად აგებული სადიაგნოსტიკო სერვისი ეფექტური მკურნალობის ძირითადი საძირკველია, ამიტომ 2023 წელს სრულიად განვაახლეთ ლაბორატორიის აღჭურვილობა, გვაქვს როშისა და სისმექსის სრულიად თანამედროვე აპარატურა და მოვიცავთ დიაგნოსტიკის სრულ სპექტრს, ისე რომ არ გვიწევს პაციენტის სხვაგან გადამისამართება.

და ბოლოს, თქვენს გუნდზეც რომ ვისაუბროთ

ჰელსიკორის ძირითადი სიმდიდრე მისი პროფესიონალთა გუნდია. ეს ის სამედიცინო პერსონალია, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რომელსაც უყვარს პაციენტი და ცდილობს საკუთარი ცოდნა - გამოცდილება მოახმაროს მის ჯანმრთელობას. ნამდვილად დიდი ბედნიერებაა ასეთ გუნდთან მუშაობა. საქართველოს და მის მომავალს სწორედ ასეთი პროფესიონალები სჭირდება.

მადლობა ჰელსიკორის მთელ სამედიცინო პერსონალს ამ დიდი შრომისა და თავდადებისთვის.